სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რაგბის კავშირი" დაშავებული რაგბისტებისა და მათი მეუღლეების შესახებ ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გუშინ ავღნიშნეთ, იგი მრავლობითი დაჟეჟილობებით გადაყვანილია პალატაში.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს - ანი ბუაძეს, გიორგი ლომინაძესა და მის მეუღლეს, ისინი კვლავ იმყოფებიან რეანიმაციულ გაყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სამივეს მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა გამოიკვეთა დადებითი დინამიკა.

რეანიმატოლოგების და ქირურგების ერთობლივი გადაწყვეტილებით ოპერაციული ჩარევები ყბა-სახეზე სამივე პაციენტს ორშაბათს ჩაუტარდება.

სამძიმარი

ამ საშინელმა ავტოზაგზაო შემთხვევამ საუბედუროდ სამი ადამიანის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის და მათი მეგობრის სიკვდილი გამოიწვია, რაც უდიდესი ტრაგედიაა!

სრულიად ქართული სარაგბო თემი ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათი სულებისათვის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100