ფინანსები - ევროპიდან, დავალებები - მოსკოვიდან?
არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანმა საქართველომ ეროვნებათშორის ურთიერთობის საკითხებში წარდგენილი პროექტების რეალიზებისათვის, საზღვარგარეთიდან მიიღო სოლიდური გრანტი. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არნოლდ სტეფანიანმა, დაფინანსების მიღების შემდეგ, პროექტების განხორციელების მაგივრად, დაიქირავა ოფისები საქართველოს მასშტაბით.
მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ კი ახალქალაქში. ამავე პერიოდში სტეფანიანმა განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მისი ორგანიზაციის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაციისათვის. აღნიშნული განცხადება კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.
მიუხედავად საარჩევნო კოდექსში არსებული შეზღუდვებისა, რომელიც შეეხება დამოუკიდებელი დამკვირვებლის ნეიტრალურობას, სტეფანიანის მიერ დაქირავებულ ახალქალაქის ოფისში წინასაარჩევნო პერიოდში იკრიბებოდნენ ეროვნულ საბჭო-ში შემავალი მოძრაობა სამართლიანი საქართველოს საარჩევნო სიით წარდგენილი პირები: დავიდ რსტაკიანი (არარეგისტრირებული პარტია ვირქ-ის წევრი), ნორიკ კარაპეტიანი (მოძრაობა ჯავახკი-ს წევრი), არმენ ფარვანიანი (მოძრაობა ჯავახკი-ს წევრი), მელსიკ ტოროსიანი (მოძრაობა ჯავახკი-ს წევრი) და სხვები. ამასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილობითი გააფრთხილა ა. სტეფანიანის ორგანიზაცია.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში სტეფანიანი რამდენჯერმე შეხვდა ეროვნული საბჭოს ლიდერს ნოღაიდელს. კონსულტაციების ძირითადი თემა იყო მრავალეროვანი საქართველოს რესურსის გამოყენება არჩევნებში ნოღაიდელის და მისი თანაპარტიელების სასარგებლოდ.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში სტეფანიანი რამდენჯერმე შეხვდა ეროვნული საბჭოს ლიდერს ნოღაიდელს. კონსულტაციების ძირითადი თემა იყო მრავალეროვანი საქართველოს რესურსის გამოყენება არჩევნებში ნოღაიდელის და მისი თანაპარტიელების სასარგებლოდ.
თუ გავითვალისწინებთ ნოღაიდელის და სტეფანიანის მოსკოვურ კავშირებს, ცალსახად იკვეთება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის განკუთვნილი უცხოური გრანტი მოხმარდა რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმების ერთ-ერთ ნაწილს - ადგილობრივ არჩევნებში პრორუსულად განწყობილი ძალის გამარჯვებისთვის გატარებულ ღონისძიებებს.
კომენტარი