სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი განახლებულ ქუთაისში (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის GeoCapital ცენტრალური ფილიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობასა და ქუთაისისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების შესახებ ისაუბრა. GeoCapital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რალფ ბურლესონმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ საქართველო, მათ შორის, ქუთაისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად როგორც ბიზნეს გარემოს თვალსაზრისითა და მდებარეობით, ისე კვალიფიციური კადრებით. დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა და ლადო მესხიშვილის სახელობის ახლადგარემონტებული თეატრი, ქარვასლა და ახალი შადრევანი მოინახულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100