სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მეზღვაურები „ბორტი ნომერ პირველით“ პირველ პირთან ერთად დაბრუნდნენ

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული 15 ქართველი დღის მეორე ნახევარში სამშობლოში ჩამოფრინდა. სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში ისინი საქართველოს პრეზიდენტის მითითებით კენიაში გაფრენილმა „აირზენას“ ლაინერმა, ხოლო სტამბულიდან თბილისში - მიხეილ სააკაშვილის პირადმა თვითმფრინავმა ჩამოიყვანა. მეზღვაურებთან ერთად ქართული ნომერ პირველ ბორტზე პრეზიდენტიც იმყოფებოდა.

პრეზიდენტი მეზღვაურებს შამპანურით გაუმასპინძლდა და გათავისუფლება პირადად მიულოცა. „ერთ-ერთი ჩანაფიქრი იყო, რახან ახალ წელს სახლში ვერ შეხვდით, ძველით ახალ წელს მაინც შინ ყოფილიყავით.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. „გილოცავთ ახალ წელს და ხელახლა დაბადებას“, - მიმართა მათ ქვეყნის პირველმა პირმა.

„ეკლესიაში სანთელს ავანთებთ და თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის ვილოცებთ“, - უთხრა ერთ-ერთმა მეზღვაურმა მიხეილ სააკაშვილს. „ახლა მთავარია, თქვენს ოჯახებს დაუბრუნდეთ“, - უთხრა პასუხად პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური სომალელმა მეკობრეებმა ადენის სრუტეში გასულ წელს დააკავეს. გაუსაძლის პირობებში მეზღვაურებმა ტყვედ 518 დღე გაატარეს. ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მოლაპარაკებებს ტყვეების ათავისუფლების მიზნით, პირადად საქართველოს პრეზიდენტის მითითებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი კურირებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100