სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული მედია ,,გამჭვირვალე” ხდება

მედიამფლობელთა, მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც პრესის ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.
ფდგდფგდკფ;გკდ;
წარმოდგენილი კანონპროექტების დანიშნულებაა, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთან, მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და გამჭვირვალობასთან, ფინანსურ გამჭვირვალობასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
ფდგდფგდკფ;გკდ;
ცვლილებების პაკეტი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს უკვე გააცნეს.
ფდგდფგდკფ;გკდ;
აღნიშნულ პაკეტს ეცნობიან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
ფდგდფგდკფ;გკდ;
საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია და ელისო ჩაფიძე, კანონპროექტებს ფართო საზოგადოებას ეტაპობრივად წარუდგენენ და უახლოეს მომავალში საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართავენ.
ფდგდფგდკფ;გკდ;
კანონპროექტის ცვლილებების მიზანია, მედიაგარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტების დაცულობის გაზრდა.
ფდგდფგდკფ;გკდ;
კანონპროექტის შესაბამისად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, ვინც ფინანსურად მონაწილეობს ამა თუ იმ მედიასაშუალების მართვაში. უნდა გამოირიცხოს ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირება. ამასთანავე, კვარტალურად, ან გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოქვეყნდეს მედიასაშუალებების ფინანსური დოკუმენტაცია.
ფდგდფგდკფ;გკდ;
"საქართველოში ვერ იქნება სამართლიანი მედიაგარემო, თუ ფინანსური ოპერაციები სამართლიანად არ განხორციელდება. ასევე, არსებობს პრობლემები საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ, კანონმდებლობის სერიოზული რევიზიაა საჭირო. უნდა გაუქმდეს საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული ბაჟის გადახდაც", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.
ფდგდფგდკფ;გკდ;
ასევე, საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ შეთავაზებულ ცვლილებებში, საუბარია იმ ბაჟის გაუქმების აუცილებლობაზეც, რომელიც საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლო დავის დაწყებისთვის არის საჭირო.

როგორც პრესის ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები მათ საერთაშორისო რეგულაციების გადახედვისა და წინასწარ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიმუშავეს. საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობის პროცესი დაიწყება და ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100