სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევი 96 საათში შეიძლება დაეცეს - Newsweek

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა, შეიძლება, უკრაინის დედაქალაქი კიევს რამდენიმე დღეში აიღონ. ინფორმაციას გამოცემა სამ ამერიკელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

Newsweek-ი წერს, რომ ანონიმური წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინის მიზანია ალყაში მოაქციოს უკრაინული ძალები და ან გაანადგუროს ისინი, ან დანებება აიძულოს.

გამოცემის წყაროები ელიან, რომ კიევი 96 საათში დაეცემა.

უკრაინის მთავრობა კი მომდევნო კვირაში დაემხობა.

„მას შემდეგ რაც საჰაერო და საარტილერიო შეტევა დასრულდება და ხმელეთზე ბრძოლა უშუალოდ დაიწყება, ვფიქრობ, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემა. არმიამ შეიძლება უფრო დიდხანს გაძლოს, მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ გაძლებს“ - თქვა Newsweek-თან საუბრისას აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების ყოფილმა წარმომადგენელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100