სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ" - კობის ბრაიანტის ცოლის უმძიმესი პოსტი

37 წლის ვანესამ ინსტაგრამზე ვიდეო განათავსა, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია.

„ჩემს ტვინს უჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ერთი მხრივ ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და მეორე მხრივ, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჩემი ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა. არასწორია ეს ყველაფერი. რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის.ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!” – წერს ვანესა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100