HUAWEI-ის მოწყობილობებს Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის გამოყენება არ შეეზღუდებათ
კომპანია HUAWEI-სა და Google-ს შორის ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, გავრცელებული ინფორმაცია რომ HUAWEI-ის ახალ სმარტფონებში მომხმარებლები Facebook-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის გამოყენებას ვერ შეძლებენ არ დასტურდება.
რეალურად HUAWEI-ს სამომავლო მოდელებში ეს აპლიკაციები თანდაყოლილად არ იარსებებენ, თუმცა მათი ჩამოტვირთვა Play store-იდან იქნება შესაძლებელი, ისე როგორც ეს სხვა აპლიკაციების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ძალიან მარტივად და სწრაფად, რაც რეალურად მინიმალურ დაბრკოლებასაც კი არ ქმნის მომხმარებლისთვის. აპლიკაციის თანდაყოლილად არ არსებობა ტელეფონში შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება განახლებებს, ესეც ჩვეულ რჟემიში გაგრძელდება და აპლიკიაციის განახლებებიც Play store-იდან იქნება ხელმისაწვდომი.
ბოლო დროს კომპანია HUAWEI-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით მომხმარებლებს მღელვარების რეალური საფუძველი არ აქვთ - „უკვე გაყიდულ და მაღაზიებში არსებულ მოდელებს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ განახლებები და ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო პროგრამა“. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც შეცვალა პოზიცია და კომპანიის შეზღუდვები 90 დღით გადაავადა. ეს ფაქტი ოპტიმისტურად განაწყობს ექსპერტებს და აჩენს მოლოდინს, რომ სიტუაცია მალევე დასტაბილურდება.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი