სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კავშირი იქონიეთ მთელ სამყაროსთან. კარგი დღეა კონფერენციებზე დასასწრებად; კოლექტიური მოძარობისთვის (ექსკურსია). გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.


კურო
მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების შედგენისას. საკუთარ იდეებს პირველ შემხვედრს ნუ მოუყვებით.

ტყუპი
მოერიდეთ ავანტიურას, აზრთა სხვადასხვაობის გამო დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, ბინის ყიდვა-გაყიდვა.

კირჩხიბი
კარგი დღეა კითხვისა და ურთიერთობისთვის. თანამოაზრეებთან ინტერნეტით მიმოწერით. ახალი მეგობრები უსიამოვნებებს დაგავიწყებენ. მგზავრობისას არ დაგავიწყდეთ სამგზავრო აფთიაქი.

ლომი
მეტად გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა. ნუ ჩაიციკლებით პრობლემებზე. კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად. გაუფრთხილდით პირად ნივთებს, საფულეს.

ქალწული
ნუ ხართ ზედმეტად ამბიციური. ინფორმაციამ და კონტაქტებმა შეიძლება ნერვოზული ფონი ჩამოგიყალიბოთ. ისწავლეთ დასვენება.

სასწორი
კარგი დღეა მგზავრობისა და ექსკურსიისთვის. ჩაერთეთ საერთაშორისო პროექტებში. თუმცა, უცხოელებს ბრმად ნუ ენდობით.

მორიელი
თავგადასავალი და ავანტიურა გაგიტაცებთ. გამოასწორეთ შეცდომები. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
განმარტოებას არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ კონტაქტებს, ურთიერთობას, მიმოწერას. გაიზიარეთ ოპონენტის აზრი. თუმცა, არგუმენტირებულად დაიცავით საკუთარი მოსაზრება.

თხის რქა
ერიუდიციისა და სიკეთის გამოვლენის დღეა. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ზოგიერთს შინაურ ცხოველთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეექმნება პრობლემა.

მერწყული
კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის, მგზავრობისა და სწავლისთვის. საღამოს კომპიუტერთან და ტელევიზორთან ნუ გაატარებთ.

თევზები
მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, გაგიჩნდებათ მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი. ახლობლებს თქვენი დახმარების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100