სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1971 Plymouth Viper Cuda Convertible Time Machines–გან

მოდელი Barracuda, ეს შეუდარებელი, ორკარიანი ავტომობილია, რომელიც ცნობილმა კომპანია, Plymouth –მა შექმნა. ეს უკანასკნელი კომპანია Chrysler–ის დანაყოფი იყო 1964 წლიდან 1974 წლამდე. მოდელი აღიჭურვა სამი განსხვავებული, რვაცილინდრიანი ძრავით: ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 335 ცხენის ძალას შეადგენდა. იმ დროისათვის ასეთი სიმძლავრის ავტომობილი სრულიად ნორმალური იყო. თუმცა სამოცდაათიან წლებში შედარებით მძლავრი მოდელებიც იქმნებოდა. მაგალითად Barracuda რომლის სიმძლავრეც 450 ცხენის ძალას შეადგენდა. პირველი შეხედვით ავტომობილი სტანდარტულ Barracuda–ს მოგვაგონებს, თუმცა იგი ათცილიბდრიანი Dodge Viper–ით არის აღჭურვილი. Time Machines–ის დიზაინერებმა კი ორი მოდელიდან საუკეთესო მახასიათებლები ამოკრიბეს და შექმნეს მოდელი 1971 Plymouth Viper Cuda Convertible Time Machines.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100