2014 Lexus GS 350 Coupe
კომპანია Lexus სედანის GS–ის პრეზენტაციას გეგმავს, გამოფენა Pebble Beach Concours d’Elegance–ზე, მიმდინარე წლის აგვისტოში. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია დიდი ხანია გავრცელდა. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც დაფარული დარჩა – მოდელის ვერსია კუპე, რომელიც SC 430–ის მახასიათბელებს იმეორებს და მზად არის, კონკურენცია გაუწიოს, „Audi S5“–ს, „BMW 650i“–სა და „Mercedes-Benz E-Class Coupe“–ს.
კომპანიის წარმომადგენელი, ბენ მიჩელი, აღნიშნავს: „ჩვენ ძალიან მოგვეწონა იდეა, რომელიც კუპეს შექმნას უკავშირდება. ჩვენ ვიბრძვით ინოვაციური მოდელის შესაქმნელად და გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენი ბრენდის სტილსა და შეუდარებელ მახასიათებლებს.“
GS ორკარიანი მოდელი იქნება, რომელიც 3,5 ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე ძრავით აღიჭურვება და მისი სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება.
კომენტარი