სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასტროლაბი - უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო

ასტროლაბი უძველესი ასტრონომიული და გეოდეზიური ხელსაწყოა. გამოიგონა ჰიპარქემ, ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს. თავდაპირველად, ასტროლაბი წარმოადგენდა ვერტიკალურ ჩამოსაკიდ ბრინჯაოს წრეს, რომლითაც ჰორიზონტზე ვარსკვლავთა სიმაღლეს საზღვრავდნენ, შემდეგ ასტროლაბს დაუმატეს ლიმბი - ჰორიზონტალური წრე გრადუსული დანაყოფებიანი და წყვილდიოპტრიანი უძრავი და მოძრავი ალიდადა, ხოლო XVII საუკუნის დასასრულს - ჭოგრი.

ასტროლაბი თანამედროვე კუთხსაზომი ხელსაწყოს, თეოდოლიტის წინამორბედია. საზღვაოსნო პრაქტიკაში ასტროლაბი შეცვალა სექსტანტმა. პრიზმულ ასტროლაბს დღესაც იყენებენ. მას აქვს ჰორიზონტულად დაყენებული ჭოგრი, ჭოგრის ობიექტივის წინ, ორწახნაგა პრიზმა და ვერცხლისწყლიანი ხელოვნური ჰორიზონტი. პრიზმული ასტროლაბით განისაზღვრება ადგილობრივი დრო და განედი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, დაცულია ვახტანგ VI-ის დროინდელი ასტროლაბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100