სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მათემატიკოსებმა ტერაქტების წინასწარმეტყველება ისწავლეს

მათემატიკოსებმა ისწავლეს მომავალი ტერორისტული აქტების წინასწარმეტყველება, იგივე ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერაქტებიდან გამომდინარე - ტერაქტებს შორის შუალედების გათვალისწინებით. თავიანთი დასკვნები მათ ჟურნალ Science-ში წარმოადგინეს, მათ შესახებ კი მოკლედ პორტალი ScienceNOW წერს.

სწავლულებმა გაანალიზეს ავღანეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში მომხდარი ყველა ტერაქტი, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდათ, ასევე ერაყში მომხდარი ტერაქტების მონაცემები 2003-2009 წლებში. მათ დაადგინეს, რომ პირველი ორი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელიც, თეორიის მიხედვით, შემდგომი ტერაქტების დროს განსაზღვრავს, შემდგომი ტერაქტების ჩადენის დრო თანდათანობით მცირდება.

სპეციალისტებმა მათემატიკური ლოგიკის გამოყენებით დაასკვნეს, რომ თუკი პირველ და მეორე ტერაქტებს ერთმანეთისგან 100 დღე აშორებს, მესამე ტერაქტი, სავარაუდოდ, 66 დღეში უნდა მოხდეს, მეოთხე კი - კიდევ 52 დღის შემდეგ. ავტორებმა თავიანთი თეორია სხვა რეგიონების ტერაქტთა მონაცემებზე გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ეს მონაკვეთი მათთვისაც მისადაგებული აღმოჩნდა.

როგორც ავტორები ამბობენ, დამთხვევის კანონზომიერება სხვა პროცესებზეც ვრცელდება, მაგალითად, გემთმშენებლობის, მძიმე მრეწველობის, ახალი საფრენი ობიექტების წარმოების დროს. მიზეზი და დროის შემცირება პირველ და შემდგომ მოქმედებებს შორის მარტივი ასახსნელია, რადგან პირველი ქმედების შემდეგ შემდგომი, იგივე ფორმის და შინაარსის ქმედება, როგორც წესი, უფრო ადვილია ხოლმე.

ბევრი ასეთ ანალიზსა და ლოგიკას არცთუ უსაფუძვლო ირონიით ეკიდება, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, ავტორთა სხვა ჯგუფმა, რომელიც მეცნიერული ანალიზის მეთოდებს სწავლობდა, თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა, 2011 წლის 2 მაისს მოკლული ბინ ლადენის ადგილსამყოფელი. ავტორთა ეს ჯგუფი დასკვნებისთვის იყენებდა მათემატიკურ მეთოდს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი ჯიშის ცხოველების ადგილსამყოფელს სწორედ ასეთი, უცნაური მეთოდით ადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100