სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეძავის თავის მართლებაა თუ ქალური ტრაგედია, თავად განსაჯეთ წაკითხვის შემდეგ

ჩემმა კაცმა მხოლოდ სიტყვა „მე“ იცოდა.
ის ლაპარაკობდა საკუთარ თავთან საკუთარ თავზე.
კამათობდა კიდეც : „მე ასეთი ვარ ? არა,მე სხვანაირი ვარ!“
თავს ისე მარტოსულად ვგრძნობდი.
მე მინდოდა,
რომ მას ერთხელ მაინც ეთქვა: „შენ ასეთი ხარ!“,
რომ ცოტა მაინც ელაპარაკა ჩემზე.
ის კი ვერ ხედავადა.
მე ყველა მის მეგობართან ვწვებოდი.
ვფიქრობდი,
იქნებ,მათ უთხრან რამე ჩემს შესახებ.
და მაშინ ის შემამჩნევს.
მე ცუდი სენი შემეყარა.
სამი აბორტი გავიკეთე,
ტუჩები დამისკდა.
მაშინ მან თქვა:
„განა მე ცუდი ვარ ? არა- მე კარგი ვარ!“
და გამაგდო სახლიდან.
მე ვრეცხავ ჭურჭელს სასადილოში.
მე ვიძინებ ტრამვაებში და
დავდივარ პარკში.
მე ვსვამ ღამღამობით და ვუყურებ მის ფანჯრებს.
მე მის გვერდით ვხედავ სხვას.
ის იხდის შავ კაბას.
მის სხეულზე ნაცნობი ბზარებია.
ის ეხეთქება მას.
ყოველ ღამე.
ის აცრემლებული იძინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100