მარშალ გელოვანის გამზირზე აუდის ახალი ცენტრი შენდება
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდის - აუდის ახალი ცენტრი აშენდება. შოურუმში წარმოდგენილი მანქანების შეძენის გარდა, მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველი კომპლექტაციის ავტომობილი შეუკვეთოს.
აუდის ახალი ცენტრი საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი იქნება, სადაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული ავტო სერვისი მოგემსახურებათ. ასევე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები შეიძინონ. ახალი ცენტრი აღჭურვილი იქნება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწარმოებლების უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი მოწყობილობა – დანადგარებით.
კიდევ ერთი სიახლე აუდის მოყვარულებისთვის, სასტუმრო რედისონის წინ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს ახალი აუდი A6 , რომელიც აღჭურვილია 3.0 TFSI ძრავით, 310 ცხენის ძალითა და Quattro პაკეტით . გერმანული ბრენდის ეს მოდელი გამოირჩევა თავისი ექსკლუზიური დიზაინითა და კომფორტის უმაღლესი დონით. აუდი A6 შეგიძლიათ შეიძინოთ 62 000 ევროდ.
აუდის ცენტრი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს პრემიუმ კლასის მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. იბერია ბიზნეს ჯგუფი აუდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომენტარი