15 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში იპოვეს
ერთ დღიანი ძებნის შემდეგ აჭარის სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი ზღვაში იპოვეს.
ეროვნებით სომეხი მოზარდი ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის მოპირდაპირე პლაჟიდან გუშინ დაიკარგა. 15 წლის ბიჭი სომხეთის ქალაქ ალავერდიდან სპორტსმენების ჯგუფთან ერთად გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქობულეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მოზარდი მოჭიდავე იყო. მოზარდის გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცველებმა მისი მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი პლაჟზე იპოვეს, თუმცა მაშინ მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის მოზარდის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
კომენტარი