მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ქვეყანაში - როგორია 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა
"კარაპს მედლაინში" ექიმები ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის გადასარჩენად ამ წუთებშიც ცდილობენ. ლაზარეს თავზე კანის ორი მესამედის გადანერგვა დასჭირდა.
კადრები კლინიკაში "პირველებმა" გადაიღო. ბავშვის მდგომაროება სტაბილურია, თუმცა შესაძლებელი იქნება თუ არა დაზიანებული უბნების აღდგენა ოპერაციიდან მხოლოდ ერთი კვრის თავზე იქნება ცნობილი.
ბავშვს ჰქონდა თავის ქალი საფარის საკმაოდ დიდი ზომის დეფექტი. ეს დეფექტი იყო შეუთვსებელი სიცოცხლესთან. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო წესით. ოპერაცია ჩატარდა წარმატებით. პოსტოპერაციული მიმდინარეობა დღევანდელი შეფასებით მოგვწონს, ბავშვი კარგად გრძნობს თავს. სავარაუდოდ, დასჭირდება 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ მეორე ეტაპი რეკონსტუქციის, რათა ბოლომდე დაიფაროს არსებული დეფექტი. ოპერაცია გაგრძელდა 13 საათი, - ამბობს "კარაპს მედლაინის" პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე კალატაროვი.
პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იძებნება მოზარდი, რომელიც ძალღმა დაკაწრა და შემდეგ ცხოველს ცოფი დაუდასტურდა. ახლა ბაშვის პოვნა და მისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაა აუცილებელია.
ასევე ცნობილია, რომ ორი ადმაიანი დაკბინა ხაშურში ძაღლმა.
კომენტარი