სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რადიკალური ოპოზიცია არეულობას კონსტიტუციის მიღების დღეს გეგმავს

ოპოზიციური პარტიები ჩიხიდან გამოსვლას ამ თვის ბოლოს აპირებენ, მაგრამ ისეთი გეგმები აქვთ, ვატყობ, უარეს ჩიხში უნდა შევიდნენ, საიდანაც კაცმა არ იცის, საერთოდ თუ გამოაღწევენ. ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, ასევე რამდენიმე სხვა რადიკალური პარტია სახალხო კრების მეშვეობით აპირებენ ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას. იმედოვნებენ, რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. თუმცა ამჯერზეც ხელისუფლების ძველ შეცდომა-დანაშაულზე ლაპარაკი აღარ გამოვა. ახლა, კვლავ 7 ნოემბრის აქციის დარბევითა და თაბუკაშვილის ქუჩაზე კორპუსის უკანონოდ დანგრევით რომ იმანიპულირონ, ნამეტანი სირცხვილია. არა, ოპოზიციას ხალხის კი არ რცხვენია და ერიდება! მათმა ზოგიერთმა ლიდერმა ეს გრძნობები რა ხანია დაკარგა. მათ, უბრალოდ, ხავსი სჭირდებათ, რომელსაც მოეჭიდებიან და უცხოელთა თვალში – მსოფლიოს საზოგადოებისა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებისა – თავი იმართლონ, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან და არა ერთი პერსონის, მიხეილ სააკაშვილის დასამხობად. ეს ხავსი კი ოპოზიციისთვის ახალი კონსტიტუციის კანონპროექტია.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია არ მიიღოს. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ახალი კონსტიტუციით (თუ მიიღეს) სააკაშვილი მესამედ, უკვე პრემიერის რანგში მოვა ხელისუფლებაში. ცხადია, ოპოზიციას ბევრი რამ არ მოსწონს კონსტიტუციაში, არ მოსწონს იმიტომ, რომ თავად არ არიან ხელისუფლებაში, თორემ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, დავით გამყრელიძე, ირაკლი ალასანია და სხვები, დღეს რომ ხელისუფლების სათავეში იყვნენ, მართლაც ჩოხა-ახალუხივით მოირგებდნენ ახალ კონსტიტუციას და მის ნაკლოვანებებზე კრინტსაც არ დაძრავდნენ, როგორც მაშინ დუმდნენ, როცა სააკაშვილის გუნდში თბილ ადგილებზე ისხდნენ.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
ოპოზიციის კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების დღე პარლამენტში იქცევა მორიგ ოპოზიციურ არმაგედონად (რამდენი აპოკალიფსი მოაწყო ოპოზიციამ, კაცი ვერ დაითვლის, მაგრამ ხელისუფლებას ძვრა მაინც ვერ უყო). ოპოზიცია ისევ მოირგებს დემოკრატიისთვის მებრძოლის იმიჯს, მათი ლიდერები ისევ დაიწყებენ გულზე მჯიღის ცემას და რამდენიმე მათგანი, ხალხის ბედით `გულდათუთქული~, ალბათ კურცხალსაც გადმოაგდებს. ცხადია, თავს პარლამენტის შენობის წინ მოიყრიან და შესაძლოა, კარვებიც ისევ ჩადგან. ოპოზიციური ტელევიზია, პრესა ატეხს ერთ წიოკს, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება დიქტატურის დამყარების მცდელობა, რომ თუ მას მიიღებს პარლამენტი, "ნაცმოძრაობას" და სააკაშვილს საშვილიშვილოდ ვეღარ მოიშორებენ.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
შეეცდებიან შექმნან სურათი, რომ იცავენ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს (არადა, ეს უფლებები კონსტიტუციის ახალ მოდელში ბევრად უკეთ, გარანტირებულადაა დაცული, ვიდრე მოქმედ კონსტიტუციაში), რომ არ მისცემენ სააკაშვილს უფლებას, ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს. შეეცდებიან შექმნან მასობრივი ისტერია ხალხში. იმ ხალხის დიდ ნაწილს, პარლამენტთან რომ მოიყრიან თავს, ისიც კი არ ეცოდინება, თუ რა არის კონსტიტუცია. ხელისუფლება, ცხადია, შეეცდება ახალი კონსტიტუცია მიიღოს და ისიც ცხადია, რომ ამას პარლამენტი, სავარაუდოდ, ოქტომბერში გააკეთებს, კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე შეიკრიბება.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
და აი, სწორედ ეს დღე და საათი იქნება ოპოზიციისთვის ხელისუფლების დამხობის შანსი.
ამ ეტაპზე განიხილება ორი გეგმა. პირველი გეგმის თანახმად, ხალხმა ალყა უნდა შემოარტყას პარლამენტის შენობას, დეპუტატები არ უნდა შეუშვას. ხელისუფლება შეეცდება, პოლიციის მეშვეობით, გააკეთოს მანიფესტანტებში კორიდორი და პარლამენტარების შენობაში შეყვანა უზრუნველყოს. ოპოზიციას ამ შემთხვევისთვის მზად ჰყავს საკუთარი ზონდერ-ჯგუფები, რომლებიც წინა რიგებში იდგებიან, სხვადასხვა საგნებით შეიარაღებულნი, თავდასხმას მოაწყობენ პოლიციელებზე. აიძულებენ, ძალა გამოიყენონ მომიტინგეებზე. თუ ეს მოხერხდა, მაშინ "აღშფოთებული" ოპოზიცია ხალხს მოუწოდებს, გადალახონ პოლიციის წინააღმდეგობა, აიღონ პარლამენტის შენობა და ამით დაბლოკონ ახალი კონსტიტუციის მიღება.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
მეორე გეგმის მიხედვით კი, ყველაფერი უცვლელია, მხოლოდ პარლამენტარებს დააცდიან შენობაში შესვლას და შემდეგ მოხდება შენობის ალყა. ამ შემთხვევაში კი, პარლამენტის შენობაში შეჭრა არამხოლოდ სასურველი, აუცილებელიც იქნება, თან, რაც შეიძლება სწრაფად, რათა პარლამენტმა არ მოასწროს და კენჭისყრაზე არ დააყენოს ახალი კონსტიტუცია.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
სახალხო კრების და პოლიტიკური ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ გეგმას მხარს უჭერს, ზოგი – პირველ, ზოგი – მეორე ვარიანტს. თუმცა განსხვავება დეტალებშია, შედეგი იგივე იქნება, მეორე ვარიანტის განხორციელებისას დიდი შანსია, ბრბოს პარლამენტარები ხელთ ჩაუვარდნენ და ლინჩის წესით დასჯის მოწმენიც გავხდებით.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
ვნახოთ, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს ჩვენი `სასიქადულო ინტელიგენციის~ ნაწილი, რომელიც ეროვნული კრების სახელით ერის მხსნელობას იბრალებს, ვნახოთ, რომელი პარტია შეუერთდება ამ იდეას. ისე, მე თუ მკითხავთ, ამას ისევ შეიარაღებული აჯანყება სჯობია, რომლის დიდი სურვილი აქვთ ჩვენს ოპოზიციონერებს, მაგრამ რუსეთის დახმარების გარეშე ვერ ახორციელებენ. ამაზე ველური მეთოდი და საშუალება ხელისუფლების დასამხობად, მგონი, 60-70-იან წლებში აფრიკულ ქვეყნებში არ გამოუყენებიათ – ნიკარაგუაში, რუანდაში, კონგოში უფრო ცივილიზებულად მოქმედებდნენ პუტჩის ორგანიზატორები.
ასდფჯსდკლფჯლკსდფჯკლდს;
მოკლედ, ოპოზიცია მალე დათქვამს ახალ საბედისწერო თარიღს და ეს იქნება პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღე.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100