სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფონდი "სოციალური პარტნიორობა" მერიას უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანებისთვის დღის ცენტრის გახსნას სთავაზობს.

ფონდმა "სოციალური პარტნიორობა" თბილისის მერიას უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის დღის ცენტრის გასახსნელად ფართის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

„ნებისმიერი, ვინც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შეუძლია მოვიდეს ჩვენი დახმარების ცენტრში. აქ ყველა გაჭირვებული ადამიანი მიიღებს ცხელ სადილს, გათბება, მოიწესრიგებს პირად ჰიგიენას, გარეცხავს ტანსაცმელს, შეიჭრის თმას, შეაკეთებინებს ფეხსაცმელს ხელოსანს, გაივლის პირველად სამედიცინო შემოწმებას და მიიღებს ყველა საჭირო მედიკამენტს, გაივლის კონსულტაციებს იურისტთან.“ - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდში იმედოვნებენ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და ამ მიზნებისთვის შესაფერის შენობას გამოყოფს.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership


ქ. თბილისის მერს

ბ-ნ დავით ნარმანიას


ბატონო დავით!

ვსარგებლობ შემთხვევით, მინდა გამოვხატო თქვენდამი ჩემი დიდი პატივისცემა და წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა ყურადღებისთვის.

საქველმოქმედო ფონდი «სოციალური პარტნიორობა» უკვე ოთხი წელია დახმარებას უწევს ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველ მოსახლეობას: სოციალურად დაუცველ მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი და მათი რიცხვი, დღითიდღე იზრდება.

ბატონო დავით, თქვენ კარგად გესმით, რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ არსებობა ჩვენს თანამოქალაქეებს, სამწუხაროდ უამრავი მათგანი უკიდურეს სიღატაკეშიც კი ცხოვრობს.

ბევრი ადამიანი, სამსახურისა და საცხოვრებლის დაკარგვის გამო ქუჩაში აღმოჩნდა და ზოგჯერ შიმშილის ნიადაგზე ნაგვის ურნებში ეძებენ საკვებს.

გული გვიკვდება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს გვერდით, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ის ადამიანები, ვინც ადრე მუშაობდა და ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. მათ შორის არიან დამსახურებული პედაგოგები, მშენებლები, ინჟინრები... მაგრამ სხვა და სხვა მიზეზის გამო, ისინი დღეს ქუჩაში აღმოჩნდნენ.

კარგად ვხედავთ, რომ მერია ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. ამის დასტურია თბილისში მოქმედი თავშესაფარისოციალურად დაუცველი უსახლკარო მოქალაქეებისთვის, რომელიც დიდ როლს ასრულებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში.

ჩვენ ფონდს სურს თავისი წვლილი შეიტანოს მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად! მზად ვართ თბილისში გავხსნათ დღის ცენტრიუსახლკარო და გაჭირვებული ადამიანებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ ისადილონ, გათბნენ, მოიწესრიგონ პირადი ჰიგიენა, მიიღონ სუფთატანსაცმელი, შეიჭრან თმა, ისარგებლონ უფასო სამრეცხაოთი, ჩაიტარონ პირველადი სამედიცინო შემოწმება და მიიღონ ყველა საჭირომედიკამენტები, გაიარონ კონსულტაცია იურისტთან.

ჩვენს ორგანიზაციას დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში: უკრაინაში მოქმედი საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" უკვე18 წელზე მეტია კიევში ყოველდღიურად უზრუნველყოფს საკვებით და უწევს სასიცოცხლო დახმარებას 2500 გაჭირვებულ ადამიანს, მათ ვინც დაკარგა თავისი საცხოვრებელი და ქუჩაში ბედის ანაბარა დარჩა.

უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის დღის ცენტრის გასახსნელად, გვჭირდება 1 000 - 1 500 კვ.მ. ცალკე მდებარე ფართი,სატრანსპორტო ქსელთან ახლოს, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ამ ცენტრში სიარული. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქის ბალანსზე არისშესაბამისი, თავისუფალი ობიექტები, რომელშიც შესაძლებელი იქნება დღის ცენტრის გახსნა.

ბატონო დავით, მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენი ფონდისთვის თავისუფალი შენობის გამოყოფის შესაძლებლობა, მასში დღის ცენტრის განსათავსებლად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვები ან სურვილი გაეცნოთ ჩვენი ფონდის საქმიანობას, უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

ასევე მოხარული ვიქნებით თუ გვეწვევით, ჩვენ დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ საკუთარ მიღწევებს და გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს თხოვნაზე დადებითად გვიპასუხებთ!

პატივსცემით,

დირექტორი

ანდრეი კურსკი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100