ქართული ფილმები იჰლავას კინოფესტივალზე
2 ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - "დაისის მიზიდულობა" და "ნივთები" იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალის ერთდროულად 2 საკონკურსო სექციაშია წარდგენილი - "Between the Seas" და "First lights".
ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
სალომე ჯაშის "დაისის მიზიდულობა" უკვე 3 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმია ნიონისა და ვალდივიის კინოფესტივალებზე. ასევე, რამდენიმე დღის წინ სალომეს ფილმმა კიდევ ერთი მთავარი ჯილდო მოიპოვა რუმინეთში, Astra Film Festival-ზე.
აღსანიშნავია, რომ იჰლავას კინოფესტივალის ფარგლებში სალომე მასტერ კლასსაც ჩაატარებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
ნინო გოგუას ფილმის "ნივთები" პრემიერა კინოფესტივალზე 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი.ფილმის გადამღები ჯგუფი ხურვალეთის დევნილთა დასახლებას რამდენიმე თვის განმავლობაში სტუმრობდა, რათა ფილმში ასახულიყო დევნილთა ყოველდღიური ცხოვრებისა და გამოწვევების ის ასპექტები, რომლებიც ხშირად მედიის ყურადღების მიღმა რჩება.
ამასთანავე, ფილმის პროდიუსერი, ნათია გულიაშვილი წელს იჰლავას ფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში Emerging Producers 2017 მიიღებს მონაწილეობას.პროგრამის ფარგლებში მას საშუალება ექნება დაინტერესებულ პროდიუსერებსა და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქართველი დოკუმენტალისტების მიმდინარე პროექტები გააცნოს და ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების გზებზე ისაუბროს.
კომენტარი