სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის „ფორუმ–რემიქსი“ ანუ Déjà vu დრიმერულად

გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირდება, "ფეისბუქზე" "თბილისის ფორუმზე" ირონიულადაც ეხმაურებიან. გთავაზობთ ერთ–ერთ ასეთ გამოხმაურებას, თემას, რომელიც ფორუმზე იუზერმა vili გახსნა, გამვრცელებლები ფბ–ზეც გამოუჩნდნენ:

"კაი იდეა ოცნებისტებს"

"შეიკრიბეთ 4 ოცნებისტი. შეიტანეთ პროკურატურაში განცხადება, რომ აგინებდით პრეზიდენტს. მერე მოგაკითხეს ჯიპით აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა. ჩაგსვეს მანქანაში და მიგიყვანეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. იქ დაგხვდათ კაბინეტში მიშა, რომელიც კოვზით ხაშლამას ჭამდა. კაბინეტში იმყოფებოდა ბოკერიაც. მერე მიშა წამოდგა და "თქვენ ვის აგინებთ, რითი ხართ უკმაყოფილო" და თავში კოვზი გირტყათ. განაცხადეთ, რომ ცემაში მონაწილეობა მიიღო ბოკერიამაც.

ოთხივეს დაიბარებენ პროკურატურაში და გასკვანჩავენ.

საბოტაჟის საშიშროებაც მოისპობა და ყველაფერი კარგად იქნება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100