სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა... - საბერძნეთში ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ქართველმა კაცმა მოკლა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა ასევე ქართველმა კაცმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებს ქალის ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა.

გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს – მათ დაინახეს ქართველი კაცი, რომელიც ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ალკოჰოლდამოკიდებულია და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რა დროსაც ქალის სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100