სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ გაიმართება

რიო დე ჟანეიროს მერმა, ედუარდუ პაესმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში ტრადიციული კარნავალის გამართვა შეუძლებელი იქნება.

ედუარდუ პაესმა აღნიშნა, რომ მას ესმის ის ეკონომიკური და კულტურული სარგებელი, რომელიც კარნავალს ქალაქისთვის მოაქვს, თუმცა მისი ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

„ამ ეტაპზე აზრი არ აქვს ფიქრს იმის თაობაზე, რომ კარნავალის ჩატარებას შევძლებთ. მინდა მოგახსენოთ, რომ კარნავალი 2021 წელს არ გვექნება“, - აღნიშნა რიო დე ჟანეიროს მერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 638 249 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 212 831 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100