გიორგი გაბუნია: ჩემი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო, დანარჩენს რასაც მეტყვიან, გეტყვით
"ეს ადამიანი აგროვებდა ინფორმაციას იმისთვის, რომ შემდეგ უარესი მომხდარიყო," - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებული პირი მის ლიკვიდაციას გეგმავდა.
"დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს უნდა გამოვცხადებულიყავი, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, რასაც ვვარაუდობდი კიდეც. ეს ადამიანი აგროვებდა ინფორმაციას იმისთვის, რომ შემდეგ უარესი მომხდარიყო. ჩემი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო, დანარჩენს რასაც მეტყვიან, გეტყვით მოგვიანებით",- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. გაბუნიას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
კომენტარი