ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი მეუღლე დააკავეს
სამართალდამცავებმა ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი მეუღლე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი