სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გასკდით ბოღმისგან და შურისგან პატარა ადამიანებო, კაცთმოძულეებო! ნინო სუხიშვილისთვის არავის შეუჩერებია გაეროს კეთილი ნების ელჩობა"- მანჩო გიორგობიანი

"გასკდით ბოღმისგან და შურისგან პატარა ადამიანებო, კაცთმოძულეებო!
ნინო სუხიშვილისთვის არავის შეუჩერებია გაეროს კეთილი ნების ელჩობა!

"საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა, ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცლებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, - აღნიშნულია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი 2017 წელს გახდა". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100