სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე კონსტრუქციული საუბრის იმედი მაქვს“ - სალია "რუსთავი2"-ში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის თანამშრომლებთან შესახვედრად მივიდა და აპირებს იმ საკითხებზე მუშაობის დაწყებას, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი საქმიანობისთვის


„გუშინ მე სწორედ ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი თანამშრომლებს ყველას უკლებლივ, გამეცნო და პარალალურად დაგვეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ მოსული. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ წასულები იყვნენ, შესაბამისად მოვედი ისეთ დროს, როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს, შვეალ გავესაუბრები და დანარჩენს მოგახსენებთ.“- განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, მას ტელეკომპანიასთან დაკავშირებით საუბარი ქონდა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშთან, მან მისი პოზიცია იცის და ახლა სურს თანამშრომლების პოზიციას გაეცნოს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია და განწყობა აქვს მას „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებულ გადაცემებთან და სიუჟეტებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების მიმათ კრიტიკულია, სალიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ მისი განცხადება შესაძლოა ვინმემ ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს და ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით ის ამაზე კომენტარს არ გააკეთებს:

„ყველანი ადამიანები ვართ, შეიძლება რაღაც მოგვწონდეს, რაღაც არ მოგვწონდეს, ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი შეხედულება. ამ შემთხვევაში ჩემს შეხედულებას ამ ნაწილზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. დღეს არსებული ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე არ მინდა ვინმეს ქიონდეს ნებსით თუ უნებლიედ რაღაც ინტერპრეტაციის საშუალება, ამიტომ არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს. მე მინდა რომ ადამიანებს, ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ იმაში, რასაც აკეთებენ. შესაბამისად ჩემი კომენტარი ვინმემ შეიძლება რაიმე ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს, ამიტომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რა მომწონს და რა არ მომწონს.“- აღნიშნა სალიამ.

სალიამ არასამთავრობოების კრიტიკასაც უპასუხა, იმასთყან დაკავშირებით, რომ სწორედ ხელისუფლების ინტერესში იყო ტელეკომპაანის დირექტორის ასე სწრაფი ცვლილება. სალიას თქმით, მთავარი არის სტრასბურგის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და ის, თავად გუშინ დაინიშნებოდა თუ დღეს საღამოს დირექტორად, არაფერს ცვლის:

„დღეს დილით, რომ დავნიშნულიყავი ან დღეს საღამოს რამე შეიცვლება? მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, სტრასბურგმა დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები სასამართლო საქმე წორი იყო.“- განაცხადა სალიამ.

„მე კონსტრუქციული საუბრის იმედი მაქვს“- აღნიშნა სალიამ ტელეკომპანიაში შესვლამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100