ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია
ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.
მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.
„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთა ერთგვარი აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეილოგები. თბილისიდან გაემგზავნა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუგი. უნდა შეფასდეს სიტუაცია, უნდა მოხდეს შესწავლა, წარმოქმნილი აუზიდან წყალი როგორ შეიძლება დაიცალოს ისე, რომ რაიმე საფრთხე არ შექმნას. საპანიკო, საევაკუაციო არაფერი არ არის“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კომენტარი