სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მის სამყარო–2011“ ანგოლელი ლამაზმანი გახდა (ვიდეო)

25 წლის ანგოლელი ლამაზმანი, ლეილა ლოპესი გუშინ სარამოს „მის სამყარო–2011“–ად აკურთხეს. ანგოლის წარმომადგენელი, პირველად კონკურსის სამოცწლიან ისტორიაში, მთავარი გამარჯვებული გახდა. მან 88 კონკურენტს შორის გაიმარჯვა.

გასაუბრების დროს, სანამ ჟიური გამარჯვებულს აირჩევდა, ლეილა ლოპესმა შეკითხვაზე, რას შეცვლიდა მის ვიზუალურ მხარეში, უპასუხა: „მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავით ისეთით, როგორიც ღმერთმა შემქმნა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ“, მერე კი დაამატა: „თავს შინაგანი სილამაზის მქონე ქალად მივიჩნევ. უამრავი დადებით თვისება და პრინციპი შევიძინე ჩემი ოჯახისგან და ვაპირებ, მათ სიცოცხლის ბოლომდე მივსდიო“.

სამყაროს ვიცე–დედოფალი 23 წლის უკრაინელი ოლესია სტეფანკო გახდა, მესამე ადგილზე ბრაზილიელი პრისცილა მაჩადო გავიდა.

ლეილა ლოპესი შეცვლის ხიმენა ნავარეტეს მექსიკიდან, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი სწორედ ბრაზილიაში ჩატარდა და ეს კონკურსი დონალდ ტრამპისა და NBC–ს ერთობლივი პატრონაჟით ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100