ალეკო ელისაშვილი: "მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ანა დოლიძეს ვისურვებდი"
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის ადგილზე ანა დოლიძის კანდიდატურა ყველაზე შესაფერისი იქნებოდა:
"ხელისუფლების მხრიდან ვითარების განმუხტვისა და ადეკვატურობის დემონსტრირებისათვის აუცილებელია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრინციპული, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი ადამიანის მხარდაჭერა. მე პირადად ასეთ მოქალაქედ და პროფესიონალად მიმაჩნია ანა დოლიძე ! ვისურვებდი, რომ ანას კანდიდატურას რუსთაველზე შეკრებილმა და ზოგადად ამ ვითარებით აღშფოთებულმა ნებისმიერმა ადამიანმა, პოლიტიკოსმა თუ არაპოლიტიკოსმა დაუჭიროს მხარი ! ანა დოლიძე - მთავარ პროკურორად !!!
P.S. ახალი მთავარი პროკურორის დამტკიცება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში" - წერს ალეკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი