სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე „ძალის გამოყენებით საკრებულოს შენობაში შეიყვანა“. ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა აღნიშნული პირები.
საკრებულოს შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბულია. შეხლა-შემოხლა პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად საკრებულოს შესასვლელთან რამდენიმე მწკრივად, პერიმეტრზე, ჯებირის უკან იყვნენ განლაგებულები, თუმცა, მათ გადმოინაცვლეს საკრებულოს შენობის წინ კიბეებთან და ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100