„ფლეიბოის“ დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა
ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფლეიბოის“ ოფოციალური გვერდი ტვიტერზე იტყობინება. ჰიუ ბუნებრივი სიკვდილით, სიბერისგან გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
ჰეფნერმა ჟურნალი „ფლეიბოი“ 1953 წელს დააარსა, მისი პოპულარობა და რეიტინგი არასდროს დაცემულა, კურდღლის გამოსახულებიანი ლოგო კი ყველასთვის ნაცნობია.
ჟურნალის დამფუძნებელს დიდძალი ქონება აქვს დაგროვილი, რაც მის მეუღლესა და ოთხ შვილს დარჩებათ მემკვიდრეობით.
რაც შეეხება „ფლეიბოის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს, ის დროებით დახურულია და ფონად ჰეფნერის ფოტო ადევს წარწერით: „ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვიღაცის ოცნებებით იცხოვრო“.
კომენტარი