სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოედნიდან ციხეში

20 წლის ფეხბურთელი მარკ ჩეპმენი პირველი ფეხბურთელია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც მოედანზე გადამეტებული უხეშობის გამო ციხეში ჩასვეს! დიახ, ეს უცნაური ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩეპმენს 6 თვით შეუზღუდეს თავისუფლება. ინციდენტი გასული წლის ოქტომბერში, „ლოუფორდ“ - „უილტეპერსის“ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოხდა, როცა 26 წლის ტერი ჯონსონი ბურთს აუტის ხაზისკენ აცილებდა და ამ დროს უკნიდან საშინლად ჩაარტყეს. ჩეპმენმა მეტოქეს გამეტებით ჩასცხო წიხლი, რის შედეგადაც ორ ადგილას გადაუტეხა ფეხი. „ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მატარებელი დამეჯახა. იმ საშინელების გახსენებაც კი მიჭირს“, - განუცხადა დაზარალებულმა ჯონსონმა ჟურნალისტებს მოგვიანებით. მსაჯმა ჩეპმენი, ცხადია, გააძევა მოედნიდან, თუმცა მერე ამ საქმეს პოლიციამ მოჰკიდა ხელი და... ასე აღმოჩნდა უხეში ჩეპმენი გისოსებს მიღმა. სამწუხაროდ, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, ჯონსონი კარიერის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებს. ეგ კი არა, ექიმები დღემდე ლამობენ, რომ ის ხეიბარი არ დარჩეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100