გრიგოლ ლილუაშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატოbის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის საარჩეევნო შტაბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "ჩემს საარჩევნო კამპანიის ფორმატში არ შედის ოპონენტების ლანძღვა და მათი პოლიტიკური წარსულით მანიპულირება, რადგან ოპონირების ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია. ყველა კანდიდატს, რომელიც კენჭს ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში იყრის, საკუთარი თავის წარმოსაჩენად სატელევიზიო დებატებს ვთავაზობ. მზად ვარ ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში დავჯდე და ჯანსაღი კონკურენციის ფორმით ვიკამათოთ ყველა იმ საკითხზე, რომლითაც ისინი ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. მე მაქვს სუფთა წარსული და საქმის კეთების დიდი გამოცდილება. სურვილი მაქვს ასევე სუფთად გავაგრძელო პოლიტიკური მოღვაწეობა და ის გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე დამიგროვდა, ჩემს ქვეყანაში საქმის კეთებას მოვახმარო. ყველა ჩემს ოპონენტს ვთხოვ მიიღონ ეს გამოწვევა და საჯაროდ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. ველოდები თქვენგან გამოხმაურებას, რადგან იმედი მაქვს ჩვენს ამომრჩეველს მისცემთ იმის საშუალებას, რომ 8 ოქტომბერს გადაწყვეტილება გააზრებულად და შესაბამისი ანალიზის შედეგად მიიღონ" , - ნათქვამია განცხადებაში. (რ)
კომენტარი