2012 Subaru Impreza WRX STI
მსოფლიო ახალი „Subaru Impreza WRX STI“-ის გამოჩენას ელოდება. რამდენიმე ხნის წინ ავტომობილის ფოტომასალა გავრცელდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სურათებზე ავტომობილი სხვადასხვანაირად გამოიყურება, ბევრგან მას მკაცრი ვიზუალი, ბევრ სურათში კი წინამორბედის მსგავსია.
„2012 Impreza“ აღიჭურვება 2,0 ლიტრიანი ძრავითა და ტრანსმისიით, სახელწოდებით, „CVT“. მოსალოდნელია, რომ „WRX STI“ 2,5 ლიტრიანი ტურბოძრავითაც აღიჭურვება და მისი სიმძლავრე 305 ცხენის ძალა იქნება. ახალი მოდელი ავტობაზარზე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. გაყიდვები კი 2012 წლის დასაწყისში დაიწყება.
კომენტარი