სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი „Aveo“ სექტემბერში გამოჩნდება

როგორც „Auto-motor-und-sport.de“ იუწყევა, ხუთადგილიანი ახალი ჰეჩბეკის ღირებულება დაახლოებით 10 ათასი ევრო იქნება.

განახლებულ მოდელთან ერთად, რომელსაც გააჩნია „ESP“ სისტემა და ექვსი უსაფრთხოების ბალიში, „Chevrolet“-მა ახალი ძრავიც შექმნა. „Aveo“ სამი ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავით აღიჭურვება. მათი სიმძლავრე 70-დან 115 ცხენის ძალამდე იქნება. 100 კილომეტრზე ახალი მოდელი საშუალოდ 5,5 ლიტრიდან 6,6 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს და მისი მაქსიმალური სიჩქარე, 162-დან 189 კმ/სთ-მდე იქნეა.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის კომპანია ამ მარკის ავტომობილს პირველად აღჭურავს დიზელზე მომუშავე აგრეგატით.ოთხცილინდრიან, 1,3 ლიტრიან ძრავს 75-95 ცხენის ძალა ექნება.იგი ექვსსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100