სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს რკინიგზამ კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შვიდი ელმავალი გაუშვა.

საქართველოს რკინიგზამ კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შვიდი ელმავალი გაუშვა. სარემონტო სამუშაოები თბილისის ელმავალშემკეთებელ ქარხანაში მიმდინარე წელს ჩატარდა და ელმავლები ახალი დიზაინით შეიცვალა. შეკეთების შედეგად მატარებლების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ელმავლები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ტექნიკური საშუალებებით, რამაც სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და რადიოსიგნალის მიღება-გადაცემის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. სალოკომოტივო ბრიგადების შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით კი სრულიად განახლდა მემანქანის კაბინა, რომელიც მაცივრით, კონდიციონერითა და მიკროტალღური ღუმელით აღიჭურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100