სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევმა და პუტინმა ველოსიპედით სეირნობისთვისაც მოიცალეს

რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა საქმიანი საუბრის შემდეგ ველოსიპედით სეირნობისთვისაც მოიცალეს. როგორც „ლაიფნიუს.რუ“ იტყობინება, რუსულმა ტანდემმა ველოსპორტი არაფორმალური სეხვედრის შემდეგ გაიხსენა, რომელზეც ქვეყანაში შექმნილი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს. მედვედევმა და პუტინმა ველოსიპედებით გორკაში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ისეირნეს. ორივე ველოსიპედი დიმიტრი მედვედევს ეკუთვნის. „ბოლო დროს დიმიტრი მედვედევი ძალიან დაინტერესდა ველოსპორტით, თითქმის ყოველ დილით ვარჯიშობს“, – აცხადებს კრემლის პრესსამსახური. პრეზიდენტის ველოპარკიდან ვლადიმირ პუტინმა სამთო ველოსიპედი აირჩია, მძლავრი საბურავებით. თვითონ პრეზიდენტმა უპირატესობა ელეგანტურ, გზატკეცილებისთვის განკუთვნილ წითელ ველოსიპედს მიანიჭა. ველოგასეირნების შემდეგ მედვედევმა და პუტინმა ბადმინტონიც ითამაშეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქვეყნის პირველი და მეორე პირი გამოსასვლელ დღეებში „ჰალსტუხის გარეშე“ შეხვედრას ატარებენ: მანამდე მათ ერთად ნახეს ფილმი „ბრესტის ციხესიმაგრე“, ისრიალეს თხილამურებზე სოჭში და ერთად ადევნეს თვალყური საფეხბურთო მატჩს სპორტ–ბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100