"სვეცკობა" თბილისში...
"სვეცკობა" თბილისში, ატარებ აიფონს
შპაკლივით დაიდებ ტონალურს სახეზე,
იცი რომ ძერსკი ხარ,მთელს თბილის დაიპყრობ
სასტუმროს ოთახი გგონია კაპეზე...
"სვეცკობა"თბილისში,ბოტასი ქუსლებზე
სტატუსი "აუ დღეს რა მაგრად გავერთე"
დამალვით ბიბერსაც ხომ უნდა
უსმენდე
"რეფლეი"ექნება ვიდეოს ღამემდე...
"სვეცკობა" თბილისში,სიშტერის მოდაა
იძახი ერთი
ვარ, და გინდა გაბევრდე...
ამბობ რომ ვინც მოგწონს, ძალიან ცოტაა
ქუჩაში გამოსვლა დღე როგორ
გაბედე...
უცნობის მანქანით მთელი დღე
"კატაობ"
დაქალი გირჩევს რომ, შენ უნდა გაჩერდე
პასუხი გექნება, რა გინდა
ღადაობ?
და ისევ
ხოდზე ხარ,
არასდროს დანებდე.
"სვეცკობა" თბილისში, ბავშვები ჩნდებიან
"საიმში" არა ხარ გუშინ
სად გაერთე,
დრო და დრო, თან და თან, ყველანი ქრებიან
რა არის
"ტიპობა" ? ჯობია გაერკვე ;)
შენ მხოლოდ " სასტავში" ეწევი მალბოროს
დამწვარი თუთუნის ბოლს გინდა
გაექცე,
მე მინდა
ქალაქი რომ აღარ ამდოროთ
"სვეცკობა"თბილისში არ არის
" მთლა ესე".
კომენტარი