სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბონდარენკოს შეყვარებულმა მოიარა საქართველო - გაინტერესებთ, რა აზრის არის ჩვენს ქვეყანასა და ქართველ დიზაინერებზე?

მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელიც ამჟამად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია, საქართველოში შეყვარებულთან ერთად არის ჩამოსული. აურელიამ ჯერ ცნობილი დიზაინერების ბუტიკები მოიარა, შემდეგ კი სტასთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტური დაგეგმა. საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე აურიკა სხვადასხვა ადგილებიდან აქვეყნებს ფოტოებს თავისი შთაბეჭდილებებით. როგორც ჩანს, გოგონა ჯერ ქართველი დიზაინერებით, შემდეგ კი საქართველოს ბუნებით მოიხიბლა: "რა მაგარია, რომ ასეთი ადგილებიდან არა მხოლოდ ტკბილი მოგონება, არამედ ულამაზესი ფოტოებიც დაგვრჩება" - წერს იგი ინსტაგრამზე. სტასი და აურელია იყვნენ სვეტიცხოველში, კახეთში, მარტვილის კანიონზე, პრომეთეს მღვიმეში და საკმაოდ ლამაზი ფოტოებიც აქვთ გადაღებული სამახსოვროდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100