სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ტურისტები აფხაზეთში მაღალსართულიანი შენობებიდან „შემთხვევით“ ვარდებიან

რუსი ტურისტები აფხაზეთში, არცთუ იშვიათად, ადგილობრივი კრიმინალების მსხვერპლნი ხდებიან. მათ ან ძარცვავენ, ან სულაც კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების ნაკადმა რუსეთიდან აშკარად იკლო, აფხაზეთში მაინც ბევრი რუსი ტურისტი ჩადის.

როგორც abkhazeti. info იტყობინება, ერთ–ერთ ასეთ ტურისტად ჩასულ მოსკოველს 18 ივლისს ძალიან არ გაუმართლა: 1962 წელს დაბადებული დ.კ., რომელიც გაგრაში, აბაზგის ქუჩაზე მდებარე ერთი მაღალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მილიციის გაგრის განყოფილებამ „გაარკვია“, „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა და მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა“.

მაგრამ აფხაზეთში არამხოლოდ ტურისტები კვდებიან გაურკვეველ ვითარებაში. ასე მაგალითად, 27 ივლისს, ბზიფის დასახლებაში (გაგრის რაიონი), დღისით–მზისით (დაახლოებით 15 სათზე) დაუდგენელმა ნიღბიანმა, ავტომატით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე გასროლით მოკლა 1962 წელს დაბადებული, გაგრაში მცხოვრები ტარიელ შამბა და შემთხვევის ადგილიდან „შევროლეს“ მარკის ავტომანქანით მიიმალა, რომელიც მოგვიანებით, გაგრის ერთ სოფელთან დამწვარი იპოვეს. შემთხვევის ადგილიდან მილიციელებმა კალაშნიკოვის ავტომატის 7,62 კალიბრის 7 ჰილზა ამოიღეს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100