სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რა გაწუხებთ?“ კითხვარის შევსება დღეიდან უკვე შესაძლებელია

ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება

სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ დღეიდან უკვე ამოქმედდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება.

კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის „რა გაწუხებთ?“ შესახებ აღნიშნა, რომ კამპანია სწორედ, საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკური სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, ჯანდაცვის სისტემაში განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს. ეს იქნება პროექტები, რომელთა საჭიროება ცალსახად არის გამოკვეთილი და საჭიროება დაფუძნებულია პროფესიონალურ ანალიზზე როგორც სამინისტროსგან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თუმცა, იმისათვის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან და უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ რა აწუხებს საზოგადოებას ჯანდაცვის მიმართლებით, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც დღეიდან უკვე დაიწყო,“ - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

გამოკითხვის ფორმატი მარტივია: ეს არის სპეციალური კითხვარები, მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ ,,კი“ და ,,არას“ ფორმით გასცენ პასუხები სპეციალურ კითხვებზე. როგორც მინიშტრი აღნიშნავს, ეს არ იქნება გამოკითხვა მხოლოდ პრობლემების შესახებ, ეს იქნება საზოგდოების შეფასება, თუ სად ხედავენ სუსტ წერტილებს, რა მოსწონთ, რა აწუხებთ და ამას განვსაზღვრავთ ხარისხობრივად. მნიშვნელოვანია, რომ კითხვები შედგენილია პროფესიონალების მიერ და ამ კითხვარის ანალიზი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო დეტალურად გავეცნოთ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს. „რა თქმა უნდა, ძირითადი პრიორიტეტებია გამოკვეთილი, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება, უფრო მიწვდომადი სერვისები და ხარისხიანი ჯანდაცვა. უფრო მეტი კომუნიკაცია საზოგადოერბასთან, ეს არის მნიშვნელოვანი, და სწორედ დღეიდან დავიწყეთ პროექტს ჩვენს პარტნიორებთან, ,,გლობალურ ალიანსთან“ ერთად“, - განმარტა სერგეენკომ.

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის ჟან ელი მალკინის აზრით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროში, როგორია მისი მოლოდინები და სურვილები. რა გაწუხებთ?“ სოციალური ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას უპასუხოს მთელ რიგ აქტუალურ კითხვებს, მაგალითად: რამდენს ხარჯავს იგი თვეში ჯანდაცვის მიმართულებით, რამდენის დახარჯვა მიაჩნია ოპტიმალურად, კმაყოფილია თუ არა მედიკამენტების, დიაგნოსტირებისა თუ მომსახურების ხარისხით, ფასით და . . გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და არსებული პრობლემების მოგვარების უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს“, - განაცხადა ჟან ელი მალკინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100