„გურამიშვილის" მიწისქვეშა გადასასვლელში გაზეთებით მოვაჭრე მამაკაცი დანით დაჭრეს
თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, მეტროს სადგურ „გურამიშვილის" მიწისქვეშა გადასასვლელში გაზეთებით მოვაჭრე ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს.
მომხდარის გამო შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიწისქვეშა გადასასვლელი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ.
მედიკოსებმა დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებ, თუმცა დაჭრის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი