სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამთავრობო ბორტის ხარჯები, მდიდრული წვეულებები - რა მოხვდება ანტიკორუფციული ბიუროს წლიურ ანგარიშში

რა გააკეთა ანტიკორუფციულმა ბიურომ ერთი წლის განმავლობაში - ირაკლი ღარიბაშვილს დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

რაჟდენ კუპრაშილმა უნდა თქვას, გამოიძია თუ არა მისმა უწყებამ პრემიერის სავარაუდო კორუფციული სკანდალები. სამთავრობო ბორტის ხარჯები, მდიდრული წვეულებები და სამინისტროებში მყოფი, სამეგობროსთვის ჩალის ფასაც გადაცემული სახელმწიფო ქონების ამბები - მოხვდება თუ არა რაჟდენ კუპრაშვილის ანგარიშში ეს საკითხები, ჯერ უცნობია.

სწორედ ანტიკორუფციული ბიურო მოხვდა ვენეციის კომისიის კრიტიკის ობიექტი რამდენიმე დღის წინ. ანგარიშში პირდაპირ ეწერა, რომ ანტიკორუფციული ბიურო არაეფექტურია.

"ქართული ოცნება" კი რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას იცავს და ამბობს, რომ არანაირი კითხვები არ არსებობს.

ჯერჯერობით, უცნობია, გააკეთებს თუ არა წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილი მედიასთან კომენტარს. ჟურნალისტებს ამ დროისთვის მასთან მისვლის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მედიის წარმომადგენლებს მუშაობის შესაძლებლობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იმ დარბაზში არ მისცეს, სადაც კუპრაშვილი პრეზენტაციას აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100