სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ტონინო გუერა იქნება

17-24 სექტემბერს ბათუმში, რიგით მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება.

კინოფესტივალზე ფილმებს სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კატეგორიების მიხედვით შეაფასებენ, სადაც 25 ქვეყნის 90 ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფილმების ჩვენება ბათუმის დრამატულ თეატრსა და კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება.

სეანსებზე დასწრება კინომოყვარულებს თავისუფლად შეუძლიათ.

საავტორო ფილმების ფესტივალზე ტრადიციულად მაღალი მხატვრული ღირებულების ფილმები იქნება წარმოდგენილი. დიდი რეჟისორების გვერდით, სპეციალურად შექნილი ჟიური ახალბედა მსახიობებსაც შეაფასებს.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ტონინო გუერა იქნება.

ფელინის, ვისკონტის, ანტონიანისა და სხვა მრავალი დიდი კინო რეჟისორის გენიალური ნამუშევრების სცენარების ავტორი, არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი იტალიელი რეჟისორი მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ამჯერად საქართველოში დაჯილდოვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100