ბრიუსელის კომბოსტო იტალიურად
მასალა:
500 გრამი ბრიუსელის კომბოსტო
2 სუფრის კოვზი მარგარინი
2 არასავსე სუფრის კოვზი ფქვილი
¼ ლიტრი რძე
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
ცოტა პილპილი
ცოტა მუსკატის კაკალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი - გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი ბრიუსელის კომბოსტო მოვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში ისე, რომ არ დაიშალოს. მარგარინისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი. დავამატოთ რძე და ნაღები - გამოგვივა სოუსი ბეშამელი. ცოტა ხნით დავდგათ, რომ შესქელდეს. დავამატოთ პილპილი, მუსკატის კაკალი და ლიმონის წვენი. ბრიუსელის კომბოსტოს დავასხათ სოუსი, მოვშუშოთ, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
კომენტარი