40 წლის კაცი საქართველოში არასრულწლოვან შვილთან და მისი მეგობართან გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა და ვიდეოებს იღებდა
შსს-ს ცნობით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში 40 წლის კაცი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი