სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუკა ფეიქრიშვილი: "ხალხს ატყუებენ ცრუ სათაურებით და ასე შოულობენ ფულს"

პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს პოსტს, რომელიც სოციალური ქსელით თაღლითობას ეხება. დრონი.ჯი სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"ხალხო, როგორ ვერ ვიტან, როცა თქვენი გაუაზრებელი ქმედებით ფულს შოულობენ თაღლითი ტიპები და როგორ?გავრცელდა ნიუსი ფეისბუქზე სათაურით "სოსო პავლიაშვილი – მირჩევნია რუსის ტანკი შემოვიდეს საქართველოში"
ატყდა ერთი პანიკა, აზიარებდა ყველა ამ ნიუსს, იყო ერთი ამბავი, იწერეობდა კომენტარები და ამ დროს ვიღაცა ტიპები თქვენი საიტზე გადასვლით ანუ კლიკებით შოულობენ ფულს და ცოტას არა, პლიუს ამას ნიუსი არის ტყუილი და ახლა მეორე ნიუსი იწერება სათაურით "სოსო პავლიაშვილი – მე მსგავსი არაფერი მითქვამს",
ახლა ამაზე გადადის ისევ ხალხი, აზიარებს, აკომენტარებს და ესეც ბონუსი,
პრემია და კიდევ ერთი იმდენი ზევიდან, თქვენ კი რჩებით გასულელებული და მოტყუებული, პლიუს ამას მათ საიტებზე არის მავნე ვირუსები და add - ები, შეიძლება უცებ სამი რუსული ბრაუზერი ერთად დაგიინსტალირდეს კომპიუტერზე და თავისით დაიწყოს გახსნები.
ხალხს ატყუებენ ცრუ სათაურებით და ასე ფულს შოულობენ.
საქართველოში საშინელ დონეზეა ელემენტარული განათლებაც კი ამ სფეროში, მთავრობამ სასწრაფოდ ტრენინგები უნდა ჩაატაროს უფასოდ მოქალაქეებისთვის,
კიბერ თავდაცვაში და შიდა საქმეებში მსოფლიოში ვართ ბოლოები,
არადა შეგვიძლია სხვაზე მეტნიც ვიყოთ,
არიან საქართველოში ძაან მაგარი ბიჭები,
პატარები დიდი ტვინით, უბრალოდ არ ჩანან და მივცემდი შანსებს.
კურსები იქნებოდა და საზოგადოებაც უფრო განვითარდებოდა, ეცოდინებოდა თავდაცვა, ის, რომ მარტო ფოტოების ატვირთვა ფეისბუქზე და ლაიქების თვლა არაა საკმარისი..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100