სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აკაკი ჩხაიძეს არ ვიცნობ" - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გურიისდამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდოდატს, აკაკი ჩხაიძეს პირადადარ იცნობს.

თუმცა ივანიშვილის აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, აკაკი ჩხაიძეს სადმე შეხვედრია.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ არის წამოყენებული.

"არ ვიცნობ ბატონ აკაკის. შეიძლება, სადღაც შენახვედრი ვარ, ხელი ჩამომირთმევია. მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს, აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი. მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად, ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიმდინარეობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, აკაკი ჩხაიძე ამომრჩეველთან შეხვედრისას აცხადებს, რომ ის კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოქლში "ქართული ოცნების" სახელით ნინო წილოსანი იყრის კენჭს.

(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100