მეტი ხარ, ვიდრე ცაში ღრუბელი
მეტი ხარ, ვიდრე ცაში ღრუბელი,
მეტი ხარ, ვიდრე წვეთები წვიმის.
მთელი დღე შენზე ფიქრებს ვუნდები,
წამერთვა ასე ნანატრი ძილი.
მეტი ხარ, ვიდრე გვირილა მინდვრად,
მეტი ხარ, ვარდზე,შროშანზე მეტი.
არ ვიცი შენგან სხვა რაღა მინდა?!
ახლა რას ვგრძნობ და შენ როგორ გეტყვი?!
მეტი ხარ, ზღვაზე ,ცაზე და სხვაზე,
მეტი ხარ, მზეზე,ჩემზეც და შენზეც,
მეტი ხარ, ყველა ხმამაღალ ხმაზე,
არ ვიცი ამ ტვითს როდემდე შევძლებ?!
მეტი ხარ, ფიქრზე შორეულ წუთის ,
მეტი ხარ, მთვარის სპეკალზე დიდი,
უშენო ფერი ჯოჯოხეთს უდრის
და თითქოს გზაზეც არავინ მიდის...
მეფე ხარ დროის,მეტი ხარ დროზე,
მეტი ხარ, როგორც ყველაზე მეტი,
მეტი ხარ, მი–ზე,ფა–ზე და სოლ–ზე,
შევეცდები და მუსიკად გეტყვი...
მეტი ხარ, ჩემში ძარღვებში სისხლზე,
სუფთა ჰაერზე მეტი ხარ უფრო.
მეტი ხარ, ბოღმით ავსებულ ზიზღზეც,
გამიჭირდება დღეს ღამე ვუთბო...
მეტი ხარ,გეთქმის ჩემი სიმეტე,
ჩემი დუმილის მყუდრო ბანაკი,
არ ვიცი ჩემთვის რას გაიმეტებ,
გასრულდა ჩემი იაგავ–არაკი...
კომენტარი